ზვარეს საჯარო სკოლის მხიარულთა და საზრიანთა გუნდის წარმატება მუნიციპალურ ჩემპიონატში
30-05-2024

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლის გუნდი მხიარულთა და საზრიანთა გუნდებს შორის მუნიციპალურ ჩემპიონატში წარმატებით მონაწილეობდა. 

ზვარეს საჯარო სკოლის გუნდმა - „არბაიტენი“, მან-სან-კანში პირველი ადგილი დამსახურებულად მოიპოვა.

მუნიციპალური ჩემპიონატი ქედის კულტურის ცენტრში გაიმართა, რომელშიც მერისის, ზვარის, დაბა ქედის, პირველი მაისისა და წონიარისის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

მხიარულთა და საზრიანთა გუნდებს შორის შეჯიბრი ქედის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის „ინტელექტუალური და შემეცნებითი პროექტების მხარდაჭერის“, ქვეპროგრამის ფარგლებში გაიმართა.

ზვარეს საზრიანთა გუნდში მონაწილეობდნენ: მათე გათენაძე, თედო ავალიანი, რომა ჯაბნიძე, მარიამ გათენაძე, ლაშა ქობულაძე, ჯაბა გოგიტიძე.

აღსანიშნავია, რომ ზვარეს სკოლის სამი მოსწავლე მუნიციპალიტეტის გუნდის - „ცოლიკაურის“,  წევრები არიან, რომელთა რიგებს კიდევ ორი მოსწავლე შეემატა.

იხილეთ ფოტოები: 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203