
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი ღონისძიებებითაა გაჯერებული, პირველკასელებმაც სასწავლო წელი შთამბეჭდავი წარმოდგენით დააგვირგვინეს.
პატარებმა, დამრიგებლის ირმა მურადიანის ხელმძღვანელობით, მრავალფეროვანი სანახაობა მოაწყეს და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები, იცეკვეს და ლექსები მხატვრულად წაიკითხეს. მათი შესრულება, როგორ სკოლაში აფასებენ, ძალიან ხალისიანი და საინტერესო იყო.
მოსწავლეები დიდი ხალისით მონაწილეობდნენ ღონისძიებაში, წარმოაჩინეს თავიანთი ბეჯითობა და შესაძლებლობები.
ღონისძიების ბოლოს კი, სკოლის დირექტორმა თითოეულ პირველკლასელს „წიგნიერების მოწმობა“ გადასცა.
იხილეთ ფოტოები: