ნავარძეთის საჯარო სკოლის მე-2 კლასელმა ლაზარე კაპანაძემ izrune.ge -ს ოქროს დიპლომი დაიმსახურა
30-05-2024

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავარძეთის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოწაფე ლაზარე კაპანაძე მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არის ჩართული და მამოტივირებელ საგანმანათლებლო ტესტებს წარმატებით ასრულებს. 

ლაზარე კაპანაძემ izrune.ge -ს მაისის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარა და სიამაყით მიენიჭა izrune.ge -ს ოქროს დიპლომი.

აღსანიშნავია, რომ ნავარძეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა არაფორმალური განათლების პროექტებში ჩართულობა მხარდაჭერილი და წახალისებულია, მათი წარმატება კი საამაყო. 

შეგახსენებთ, რომ izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203