პირველი სასწავლო წლის საზეიმო დასასრული ხიდრის საჯარო სკოლის 1-ელ კლასში  
30-05-2024

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლის პირველი სასწავლო წელი მრავალფეროვანი ღონისძიებით შეაჯამეს. 

მოსწავლეებმა დრო ხალისით გაატარეს, ბევრი იმხიარულეს, იმღერეს, იცეკვეს და ბოლოს სერტიფიკატებითაც დაჯილდოვდნენ. 

მათთვის განსაკუთრებით ემოციური იყო პედაგოგის ცისნარი შველიძის მიმართვა. 

„ჩემო მერცხლებო, გილოცავთ, უკვე მეორე კლასში ხართ! გამოიარეთ არც ისე მარტივი, ემოციებითა და გამოწვევებით აღსავსე ერთი წელი. როცა ჩემთან მოხვედით, გამოუცდელი, დაბნეული თვალებციმციმა ანგელოზები იყავით. ახლა უკვე გამოცდილები ხართ, იცით ანბანი, წერა, კითხვა და მიაბიჯებთ უფრო საინტერესო სამყაროში. წინ უამრავი გამოწვევა გელოდებათ! გახსოვდეთ, მე ყოველთვის თქვენს გვერდით ვარ! ჩვენ ერთად შევძლებთ ყველა დაბრკოლების გადალახვას! მიყვარხართ!“,- პედაგოგის ამ სიტყვების ფონზე მოსწავლეები სკოლას მომავალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203