ხიდრის საჯარო სკოლაში ნახატების გამოფენა გაიმართა
30-05-2024

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლაში წარმატებით მიმდინარეობს პროექტი - „კულტურული მემკვიდრეობა“, რომელიც შთამბეჭდავი აქტივობებითაა გაჯერებული. 

ამჯერად, პროექტის გეგმის შესაბამისად, სკოლაში, აღინიშნა 21 მაისი - კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღე, ამ დღესთან დაკავშირებით მოეწყო ნამუშევრების გამოფენა.

აღსანიშნავია, რომ ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში მიწვეული იყო ხელოვანი კლარა გველესიანი (ბერაძე), თემის წარმომადგენელი, რომელმაც სასკოლო საზოგადოებას გააცნო თავის ცხოვრების ეპიზოდები.

გამოფენაზე წარდგენილი იყო სტუმრისა და სკოლის მოსწავლეების ნამუშევრები.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სასკოლო საზოგადოება ინტერესით გაეცნო ნამუშევრებს და მოისმინა მათი შექმნის ისტორია. 

სკოლაში მადლობას უხდიან, აქტივობის ორგანიზატორს, ხელოვნების მასწავლებელს გიული პაპავას საინტერესო დღისთვის.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203