ხიდრის საჯარო სკოლაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სპორტული შეჯიბრი გაიმართა
30-05-2024

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლაში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნება, ცხადია გამონაკლისი არც საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ყოფილა. 

ამ დღესთან დაკავშირებით, ხიდრის საჯარო სკოლაში ჩატარდა შეჯიბრება ფეხბურთში, სადაც მონაწილეობდნენ ხიდრის და კიცხის საჯარო სკოლის მოსწავლეები. 

შეჯიბრი დამთავრდა ხიდრის საჯარო სკოლის გამარჯვებით (6:5), აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულ სკოლას გადაეცა თასი და დიპლომი. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, საუკეთესოდ თამაშობდა კიცხის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი, რის გამოც, შეჯიბრებაში აქტიური მონაწილეობისათვის სიგელით დაჯილდოვდნენ.

სკოლაში მადლობას უხდიან  მასწავლებლებს: გელა შავიძეს და ირაკლი ღონღაძეს ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისათვის.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203