
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაიდნის საჯარო სკოლის პირველკლასელთათვის სკოლაში გატარებული პირველი სასწავლო წელი მრავალფეროვანი ღონისძიებით დასრულდა.
მოსწავლეებმა მიღებული ცოდნა ღონისძიებით შეაჯამეს, მრავალფეროვანი ნომრები შეასრულეს და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
მოსწავლეებმა დღე ძალიან ხალისიანად გაატარეს, დადებითი ემოციებით აივსნენ და ერთმანეთს ბედნიერი არდადეგები უსურვეს.
„წარმატებებს გისურვებთ ჩემო პატარებო, ბედნიერი დასვენება!“, - ამ სიტყვებით გააცილა პედაგოგმა, ხათუნა კინწურაშვილმა პირველკლასელები და მომავალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობა.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: