პტენის საჯარო სკოლაში საქართველოს დამუკიდებლობის დღეს საინტერესო პრეზენტაცია მიეძღვნა
29-05-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობა, პროექტი იმართება.

ამჯერად, სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი პრეზენტაცია ჩატარდა, რომელიც მე-6 კლასის მოსწავლეებმა გამართეს. მათ 1918 წლის 26 მაისის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და თემატურ ფილმს უყურეს.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.

ეს დღე ინფორმაციული და ძალიან საინტერესო იყო.

შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა; შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203