საზეიმოდ აფრიალებული საქართველოს დროშა და ეზოში გამართული პერფორმანსი - ახალშენის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს
30-05-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ახალშენის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ასწავლიან სამშობლოს ფასს, დამოუკიდებლობის სიდიადეს და საქართველოს ისტორიას, პატარა ერის ქრონიკებს, რომელიც ოდითგანვე თავისუფლებისკენ ისწრაფოდა. 

ცხადია დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნა სკოლაში დამოუკიდებლობის დღეც. 

სკოლის ეზოში გამართული პერფორმანსი, თეთრ მაისურებში გამოწყობილი მოსწავლეები, წითელი ბუშტებით ხელში და დიდი სიამაყით აფრიალებული საქართველოს დროშა - ასეთი იყო დამოუკიდებლობის დღე ახალშენის საჯარო სკოლაში. 

მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს ამ დღის არსი და მნიშვნელობა, ისაუბრეს დამოუკიდებლობაზე და აღნიშნეს, რომ ეს ქვეყნისთვის ყველაზე დიდი მონაპოვარია, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება. 

იხილეთ ვიდეო: 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203