ზარიძეების საჯარო სკოლის ეზოში ჭადრაკის დაფა და ფიგურები განთავსდა -  ეკოკლუბელებმა საყოფაცხოვრებო ნარჩენებს საინტერესო დანიშნულება მოუძებნეს
29-05-2024

თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეების საჯარო სკოლაში გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ინერტული ნარჩენების ეფექტურად გამოყენება მდგრადი განვითარების მიზნებში 21-ე საუკუნის მნიშვნელოვანი გამოწვევაა

ამ გამოწვევას სკოლის ეკოკლუბის პროექტის - „სამყარო ნარჩენების გარეშე“ ფარგლებში, გეოგრაფიის მასწავლებელმა - თამარ ცალუღელაშვილმა, ხელოვნების მასწავლებელმა - ევა ცალუღელაშვილმა და მე-7 მე-8 კლასის ეკოკლუბში ჩართულმა მოსწავლეებმა ღირსეულად უპასუხეს. 

პედაგოგების ადვოკატირებით, მათ სასკოლო საზოგადოებას არაჩვეულებრივი ინოვაცია შესთავაზეს. კერძოდ, სხვადასხვა ზომის პლასტმასის ბოთლებისგან დაამზადეს ჭადრაკის ფიგურები, სკოლის ეზოში დახატეს ჭადრაკის დაფა და საინტერესო ფუნქცია შესძინეს ე.წ. მეორად პლასტმასის ბოთლებს.

მათ მეტი მდგრადობისთვის და სიმყარისთვის ბოთლები აავსეს ყვითელი სილით და ამიერიდან ყველას შეუძლია, რომ სკოლის ეზოში ჭადრაკი ითამაშოს.

„მადლობა ყველა ინოვატორს, შესანიშნავი შემოთავაზებისთვის. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით იქ, სადაც ბავშვის განვითარება და კეთილდღეობა პრიორიტეტია“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203