მახაშის საჯარო სკოლის პირველკლასელთა წარმატებული სასწავლო წელი საინტერესო და სახალისო აქტივობებით დაგვირგვინდა
29-05-2024

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახაშის საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული იყო, რადგან პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

ამასთან დაკავშირებით, სკოლაში თემატური აქტივობები გაიმართა, რომელთა მიმდინარეობაშიც მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ.

მათ იხალისეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და სკოლას სექტემბრამდე დაემშვიდობდნენ.  

აღსანიშნავია, რომ მათთვის სკოლის ეზოში ბარათები იყო განთავსებული, რითაც პირველკლასელებს სასწავლო წლის დასრულებას სასკოლო საზოგადოება ულოცავდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203