
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს საჯარო სკოლაში, I კლასელებმა სასწავლო წელი საზეიმოდ დაამთავრეს.
სკოლაში, პირველკლასელთა გამოსაშვები ღონისძიება „ანბანთზეიმი“ გაიმართა, სადაც ბავშვებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
მოსწავლეთა ცოდნითა და შემოქმედებითი უნარებით დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა.
აქტივობებში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი.
ეს დღე დასამახსოვრებელი და ემოციური აღმოჩნდა თითოეული მოსწავლისთვის.
ღონისძიებას კლასის დამრიგებელი ანგელინა ყურაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები: