
ტარიელ ქამაშიძის სახელობის ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ მირაშხანის საჯარო სკოლის I კლასელებმა წარმატებული სასწავლო წელი ზეიმით დაასრულეს.
I კლასელთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, შემოქმედებითი უნარები, ცოდნა წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარებით სასკოლო საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა.
ეს დღე ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა განწყობის ამაღლებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: