ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ კატნატუს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება ღონისძიებით აღნიშნეს.
გამოსაშვებ ღონისძიებაზე - „დამშვიდობება ანბანთან“, პირველკლასელებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს. ასევე ბავშვებმა პატარა სპექტაკლი სახელწოდებით, „დაბნეული ასოები“ გაითამაშეს.
ღონისძიება ძალიან მხიარულ და თბილ ატმოსფეროში ჩატარდა.
დამრიგებელმა მოსწავლეებს პირველი სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცა და ბედნიერება უსურვა.
აღსანიშნავია, რომ წელს სკოლას სამი პირველკლასელი ჰყავს.
სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეები ჩართული იყვნენ საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებით დატვირთულ საგაკვეთილო პროცესში.