
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მამოტივირებელი აქტივობები ხშირად ეწყობა.
ამჯერად, III კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ ნინო ზუბაშვილთან ერთად, ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.
გასვლით ღონისძიებაში მოსწავლეები დიდი ხალისით, მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს, გარემო დაათვალიერეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ და ექსკურსიიდან ახალი ცოდნითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დახუნძლულნი დაბრუნდნენ.
„საუკეთესო კლასი და საუკეთესო კლასის ხელმძღვანელი, ყველასთვის საყვარელი - ნინო ზუბაშვილი. ბედნიერებაა უყვარდე ყველას - ბავშვებს, მშობლებს, კოლეგებს! ჩვენო სიკეთით სავსე ნინაკა“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: