მატნის N2 სკოლის პირველკლასელებმა​ ანბანის წამატებით შესწავლა ლამაზი ღონისძიებით აღნიშნეს
29-05-2024

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N2 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

ამასთან დაკავშირებით, სკოლაში ღონისძიება გაიმართა, რომლითაც პატარა მოსწავლეებმა ანბანი „გააცილეს“. ისინი შემოქმედებით და საინტერესო აქტივობებში პედაგოგ ფატი ქიზიყელაშვილის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ. 

ღონისძიებაზე არაერთი შემოქმედებითი ნომერი გაიმართა, ბავშვებმა იხალისეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და სკოლას სექტემბრამდე დაემშვიდობდნენ. აღსანიშნავია, რომ განწყობას შესაბამისი დეკორაცია კიდევ უფრო ამაღლებდა.

„ბავშვებზე დაუღალავად მზრუნველი მასწავლებელი ფატი ქიზიყელაშვილი, გვერდში მდგომი მშობლები და პატარების პირველი წარმატებული ნაბიჯები“- სწორედ ასე აფასებენ აქტივობას სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203