ინგლისში სკოლის მოსწავლე ბიჭებს შორტების ნაცვლად ქვედაკაბის ტარების უფლება მისცეს
05-06-2018
ინგლისში ოქსფორდშერის საჯარო სკოლის გადაწყეტილებით, სკოლის მოსწავლე ბიჭებს შორტების ნაცვლად ქვედაკაბის ტარების უფლება მისცეს. 


ინფორმაციას Independent-ი ავრცელებს.  

სასწავლო წლის დასაწყისში სკოლის ადმინისტრაციამ გენდერულად ნეიტრალური სკოლის ფორმები შემოიღო.   

სხვა წესებთან ერთად, სკოლამ ბიჭებს გრძელი შარვლის ტარება შესთავაზა, რაც მშობლებმა ზაფხულში ნაკლებად კომფორტულად მიიჩნიეს. 

თხოვნა, რომ ბიჭებისთვის ზაფხულის სეზონზე მაინც დაეშვათ სკოლაში მოკლე შარვლით სიარული, დიარექციამ არ დააკმაყოფილა და მათ ქვედაკაბების ტარების უფლება მისცა.

სკოლის ადმინისტრაციის განმარტებით, მსგავსი მიდგომა ტრანსსექსუალების დისკრიმინაციისაგან დაცვასა და მათი უფლებების პატივისცემას ემსახურება. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203