
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სასწავლო წლის განმავლობაში საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, მე-3 ა კლასის მოსწავლეები ნორიოს ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს ესტუმრნენ. მათ მუზუემი ინტერესით დაათვალიერეს, ექსპონატები დაათვალიერეს, ცოდნა მიიღეს და საჭირო უნარები შეიძინეს.
მოსწავლეთათვის ეს დღე ძალიან საინტერესო და შემეცნებითი იყო.
სასკოლო საზოგადოება მასპინძლებს თბილი დახვედრისთვის მადლობას უხდის.
„მადლობა ქალბატონ ხათუნას, რომ უფრთხილდებიან და მომავალ თაობებს გადასცემენ ჩვენი სოფლის ისტორიას“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს მოტივაციასა და განწყობას უმაღლებს.
იხილეთ ფოტოები: