
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირის საჯარო სკოლის მოსწავლეები საგნობრივ ოლიმპიადებში მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა წარმატებას „კინგსის ოლიმპიადაზე“ მიაღწიეს. კერძოდ, ზურაბ ზედგინიძემ პირველი ხარისხის, ხოლო ნიკოლოზ სანიკიძემ მეორე ხარისხის დიპლომები დაიმსახურეს.
შედეგად კი, მათ ბანაკ ცემში დასვენება დაუფინანსდათ. მოსწავლეთა ხელმძღვანელი წამყვანი მასწავლებელი ლინა ხუბუა გახლავთ.
სკოლის დირექცია და პედაგოგები მათ მიღწეულ წარმატებას ულოცავენ.