ტყიბულის N6 სკოლის მოსწავლე გიორგი ქათამაძე მუსიკალურ ფესტივალში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
29-05-2024

ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში არაერთი ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რაც დირექციისთვის საამაყოა.

მათ შორისაა V კლასის მოსწავლე გიორგი ქათამაძე (დამრიგებელი - შორენა ბუიღლიშვილი, ვოკალის პედაგოგი- მაია დონაძე).

მე-5 კლასელი ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიამ მუსიკალურ ფესტივალში - „სხვა საქართველო სად არის“ წარმატებული მონაწილეობისათვის სიგელით დაჯილდოვდა. მას ასევე გადაეცა ბიბლუსის სასაჩუქრე ბარათი.

გიორგი ტყიბულის მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის აღსაზრდელია.

სკოლაში მოსწავლეს წინსვლას უსურვებენ. 

„ვულოცავთ, ჩვენი სკოლის მოსწავლეს ამ ჯილდოს და ვუსურვებთ წარმატებებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203