„ზღაპრის გმირები“ - ​მირაშხანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპექტაკლი გაითამაშეს 
29-05-2024

ტარიელ ქამაშიძის სახელობის ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ მირაშხანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში არაერთი საინტერესო აქტივობა ტარდება.

ამჯერად, სკოლაში, მინი სპექტაკლი თემაზე - „ზღაპრის გმირები“ გაიმართა, სადაც მონაწილეობდნენ  დაწყებითი კლასის მოსწავლეები (I-VI), რომლებმაც „გააცოცხლეს“ ზღაპრის გმირები. ბავშვებმა გმირების როლები შესანიშნავად მოირგეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

სპექტაკლი ძალიან სახალისო და საინტერესო გამოვიდა. მას ხელმძღვანელობდა დაწყებითი კლასის მასწავლებელი ზოია ფუტკარაძე.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციას ამაღლებს.

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203