„მეგრული სამზარეულო და ფოლკლორი“ - ბალდის საჯარო სკოლაში მე-5 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით საინტერესო პროექტი განხორციელდა
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
ახლახან, სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით ჩატარდა პროექტი - „მეგრული სამზარეულო და ფოლკლორი“.
პროექტს ხელმძღვანელობდნენ - თეა გეგია და ირმა ბჟალავა, აქტიურად იყვნენ ჩართულნი მშობლები, რომლებმაც სასკოლო საზოგადოებისგან მადლობა დაიმსახურეს.
პროექტი დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობით. მოსწავლეებმა წაიკითხეს მეგრული ლექსები, შაირები, მეგრული გამოცანები, სკეტჩები.
ჩატარდა კონკურსი - „ვინ უკეთ იცის მეგრული ენა“, შესრულდა მეგრული სიმღერები. მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათ მიერ შექმნილი ფაზლი საქართველოს კუთხეები.
მშობლებისა და შვილების მონაწილეობით ადგილზე დამზადდა მეგრული ტრადიციული კერძები. პროექტის მონაწილეებს გადაეცათ სამახსოვრო სიგელები.
იხილეთ ფოტოები: