
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის საჯარო სკოლის სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
გაიმართა შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც მოწაფეებმა სასწავლო წლის მანძილზე შეძენილი ცოდნა შეაჯერეს და სასკოლო ცხოვრების პირველი წარმატებული ნაბიჯები აღნიშნეს.
ღონისძიება დატვირთული იყო შემოქმედებითად. მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს მუსიკალური ნომრები და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
შედგა ულამაზესი დღე. ბალდის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა მშობელთა ჩართულობით, მოსწავლეთა აქტიურობით და მასწავლებელთა ხელმძღვანელობით ლამაზად გააცილეს „დედა ენა“.
იხილეთ ფოტოები: