
ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ. ამ მიზნით კი მოსწავლეებს არაერთ საინტერესო ღონისძიებასა თუ აქტუვობას სთავაზობენ.
27 მაისს, ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში ჩატარდა ინტელექტუალური თამაში - „მხიარული ვიქტორინა“.
ვიქტორინაში მონაწილეობდნენ IIა კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი ლია ბარბაქაძე). ბავშვები კენჭისყრის საფუძველზე გადანაწილდნენ სამ ჯგუფად.
ვიქტორინა შედგებოდა სამი ტურისგან: 1-ელი - ქართულის ტური, მე-2 - მათემატიკის, მე-3 - ბუნებისმეტყველების. მოსწავლეები წერილობით აფიქსირებდნენ პასუხებს.
პირველ ადგილი დაიმსახურა გუნდმა - „ცისარტყელები“, მეორე ადგილი დაიკავა გუნდმა „ალი-ბაბა“, ხოლო მესამე ადგილზე გავიდა გუნდი „ჭკვიანები“.
აღნიშნული აქტივობისთვის კლასში მიიწვიეს ჟიური - დაწყებითი კლასების კათედრის ხელმძღვანელი ფატიმა რობაქიძე და სკოლის სპეცმასწავლებელი მირანდა სოფრომაძე.
მონაწილეებს ჟიურის წევრებმა გადასცეს სიგელები და გადაუხადეს სიტყვიერი მადლობა აქტიური ჩართულობისთვის.
იხილეთ ფოტოები: