„წარმატებები იყოს თქვენი ცხოვრების მეგზური“- ბალდის საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს 
29-05-2024

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

კურსდამთავრებულებმა ცხოვრების ახალ ეტაპზე ტრადიციული თეთრი მაისურებით შეაბიჯეს. ამ მნიშვნელოვან მოვლენასთან დაკავშირებით, სკოლაში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელიც შექმედებითი ნომრებით იყო დატვირთული. 

მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს და მშობლიურ სასწავლო სივრცეს დაემშვიდობნენ.

მათ სკოლაში უამრავ წარმატებას უსურვებენ.

„გილოცავთ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას! წარმატებები იყოს თქვენი ცხოვრების მეგზური“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203