გეჯეთის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ მუნიციპალურ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
29-05-2024

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაზე ზრუნავენ. 

ერთ-ერთი ასეთი მასწავლებელი მე-4 კლასის დამრიგებელი ნატალია სახოკია გახლავთ, რომლის ხელმძღვანელობითაც, მოსწავლეები არაერთ აქტივობაში ერთვებიან. 

ამჯერად, მეოთხეკლასელები, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ მუნიციპალურ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, ამ დღის მნიშვნელობასა და ისტორიაზე ისაუბრეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა; შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203