საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი პარტიოტული ღონისძიება ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლაში
31-05-2024

გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ეროვნულ ღირებულებებზე ზრდიან და მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე ზრუნავენ.

შესაბამისად სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

ღონისძიებას რუსული ენის მასწავლებელი რიმა ქანთარია ხელმძღვანელობდა.

ეროვნულ სამოსში გამოწყობილ მოსწავლეებს საქართველოს დროშა ამაყად ეჭირათ, სახელმწიფო ჰიმნის ჩამთავრების შემდეგ კი წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს ეროვნული ცეკვები.


26 მაისის მნიშვნელობაზე ისაუბრა ისტორიის მასწავლებელმა ვალერი ძაძამიამ. შესასვლელ კარს ამშვენებდა მოსწავლეთა მიერ დამზადებული პოსტერები.

სკოლაში მოსწავლეთა აქტიურობა და პედაგოგის შემოქმედებითობა ახარებთ. 

„მადლობა მათ და ხელმძღვანელ მასწავლებელს კიდევ ერთი ლამაზი ღონისძიებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203