შემეცნებითი პრეზენტაციები და ვიზიტი მუზეუმში- ბათუმის N9 სკოლის მოსწავლეებმა თემა- „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები“ საინტერესო აქტივობებით შეისწავლეს
30-05-2024

ბათუმის N9 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო და შემეცნებით სასწავლო პროცესს სთავაზობენ. 

მათ შორის აღსანიშნავია, ბათუმის N9 საჯარო სკოლის მე-7 კლასში ჩატარებული გაკვეთილი თემაზე - „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები“.

მოსწავლეებმა ისაუბრეს მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ, რომელიც ქვეყნის უძველესი და მდიდარი ისტორიის შესახებ მეტყველებს, დაგმეს ვანდალიზმი, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს იუნესკოს, სადაც შეტანილია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიც და აიმაღლეს ცნობიერება, როგორ უნდა გაუფრთხილდნენ ჩვენს ეროვნულ საუნჯეს.

აღნიშნულ თემაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები და პოსტერები, შემდეგ ესტუმრნენ ეთნოგრაფიულ მუზეუმ „ბორჯღალოს“, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული სოფელი ერთ სივრცეში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოწაფეებმა დაათვალიერეს და გაეცნენ ადგილობრივი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებას, ტრადიციებსა და კულტურას, მათ გაითავისეს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა წარსულის პატივისცემასთან ერთად მის აწმყოსა და მომავალზე ზრუნვაცაა, ამასთანავე ხელს უწყობს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203