
გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
სასკოლო ცხოვრების პირველი წარმატებული ნაბიჯები კი ლიტერატურული დილით „აი ია“ აღნიშნეს.
გაიმართა პირველკლასელთა შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც მოწაფეებმა სასწავლო წლის მანძილზე შეძენილი ცოდნა შეაჯერეს. ღონისძიება მოიცავდა შემოქმედებით ნომრებს.
ბავშვებმა იმღერეს, წაიკითხეს ლექსები სამშობლოზე, დედა ენაზე, მასწავლებელზე. მადლობა გადაუხადეს თავიანთ მასწავლებლებს და დაჰპირდნენ, რომ მეორე კლასში კიდევ უფრო კარგად ისწავლიან.
მოწაფეებს პირველი კლასის დამთავრება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს სკოლის დირექტორმა - ეკატერინე ლუკავამ და მასწავლებლებმა - ნათელა ნანეისვილმა და ნანი მესხიამ და საზაფხულო არდადეგებზე დიდი სიყვარულით გააცილეს.
იხილეთ ფოტოები: