„მათემატიკის ფესტივალი“ და ქსნის საჯარო სკოლასთან თანამშრომლობით განხორციელებული შთამბეჭდავი პროექტი ქსოვრისის საჯარო სკოლაში
29-05-2024

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი მათემატიკური ღონისძიება გაიმართა. 

24 მაისს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლამ ქსნის საჯარო სკოლას უმასპინძლა. ორივე სკოლის IX,X,XI- კლასის მოსწავლეებმა, მათემატიკის მასწავლებლის - ჯულიეტა ახალკაცის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღეს პედაგოგის ორგანიზებულ ღონისძიებაში - „მათემატიკის ფესტივალი“. 

ფესტივალი მეტად საინტერესოდ წარიმართა. 

მონაწილეებმა წარმოადგინეს მათემატიკის წარმოშობის ისტორია - ეგვიპტე-საბერძნეთიდან - ინდოეთამდე. ისაუბრეს ამ სამი ქვეყნის მათემატიკოსების დამსახურებასა და ღვაწლზე.

თეატრალურად განასახიერეს მათემატიკოსების აღმოჩენები.

ფესტივალი დასრულდა მხიარული ნომინაციებით მათემატიკის შესახებ. 

ქსნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დიდი მადლობა გადაუხადეს ქსოვრისის სკოლის დირექციას გულთბილი შეხვედრისა და მასპინძლობისათვის.

გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი ქსოვრისის საჯარო სკოლის XI- კლასი, რომლებმაც განასახიერეს ინდოეთის მათემატიკოსები. 

სკოლის დირექტორმა - ლია ხაჩირაშვილმა გამარჯვებულ გუნდს გადასცა გარდამავალი თასი. ყველა მონაწილე კი დაჯილდოვდა სხვადასხვა ნომინაციებისათვის შესაბამისი სიგელებითა და დიპლომებით, მათემატიკის მასწავლებელმა კი მათ ფასიანი საჩუქრები გადასცა.

პროექტის მიზანი იყო სკოლების დამეგობრება და ურთიერთთანამშრობლობა.

ქსოვრისის საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის მათემატიკის მასწავლებელს ჯულიეტა ახალკაცს საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიების მოწყობისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203