„აკეთე სიკეთე“ -ობუჯის თემის N1 სკოლის მოსწავლეებმა საგაკვეთილო თემა პრაქტიკულ აქტივობად აქციეს და ბაღის აღსაზრდელებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს
29-05-2024

გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერეო და შემეცნებით სასწავლო პროცესს სთავაზობენ და საგნობრივ დისციპლინებთან ერთად სიკეთის კეთებას ასწავლიან. 

ახლახან, ობუჯის თემის N 1 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა რუსული ენის მასწავლებელ რიმა ქანთარიასთან ერთად, გადაწყვიტეს საგაკვეთილო თემის „აკეთე სიკეთე“ პრაქტიკულად განხორციელება ობუჯის საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა ჩართულობით.  მათ წინასწარ მოიფიქრეს სახალისო აქტივობები. თავიანთი ხელით დაამზადეს ქაღალდის სათამაშოები და სიურპრიზად ესტუმრნენ პატარებს.

ჯერ იყო ურთიერთგაცნობა. გახარებული პატარები ხალისით პასუხობდნენ მოსწავლეთა დასმულ კითხვებს. შემდეგ სტუმრებმა ბაღის აღსაზრდელებთან ერთად ითამაშეს - „ვინ უფრო სწრაფია“.  გახალისებულ პატარებს შესთავაზეს „რითმოცანები“, რომელთა გამოცნობაში მათ საკმაოდ იაქტიურეს.

შემდეგი აქტივობა იყო „მოულოდნელად შეწყვეტილი სიმღერის გაგრძელება. პატარებმა აქაც იყოჩაღეს.

შემდეგ მოსწავლეებმა ბავშვებს სასურველი ფერებით შეუფერადეს ხელები და ანაბეჭდები დაატოვებინეს პოსტერზე, სადაც სიკეთის კეთებისკენ მოწოდებები და თემატური გამონათქვამები იყო ორ ენაზე დატანილი. მზა პოსტერი ბაღში გააკრეს კედელზე.

ლამაზი დღის დასარულს, მოსწავლეებმა ხელნაკეთი სათამაშოები აჩუქეს ბაღის აღსაზრდელებს და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

ამ სასიამოვნო, ნაყოფიერი დღის ამსახველი ფოტომასალით დახუნძლული პოსტერი მოსწავლეებმა სკოლის დერეფანშიც გამოაკრეს.

სკოლაში მოსწავლეთა შემართება და პედაგოგის კრეატიულობა ახარებთ. 

„მადლობა მოსწავლეებს და მათ მასწავლებელს ამ მისაბაძი, ლამაზი ღონისძიებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203