ახალშენის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ კონკურსში წარმატებით იასპარეზეს
29-05-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N2 საჯარო სკოლაში ნიჭიერი, მოტივირებული და მიზანდასახული მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ ღონისძიებაში ერთვებიან. 

ისინი ინტელექტუალურ კონკურსში - „ტვინების ბრძოლა“ მონაწილეობდნენ. როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაზაფხულის სეზონის პირველი ტური საკმაოდ მაღალი ქულებით დასრულდა. 

შედეგად კი, მეორე ტურში თითქმის ყველა გუნდი გადავიდა, სადაც ასევე დიდი წარმატებით იასპარეზეს.

„სკოლა აქტიურადაა ჩართული არაფორმალურ განათლების განვითარებაში. უკვე მეორე წელია აქტიურად თანამშრომლობს ინტელექტუალურ კონკურსთან „ტვინების ბრძოლა“. მეორე ტურში U5 კატეგორიიდან გადავიდა ორი გუნდი - მე-4 კლასის - „პატარა აინშტაინები“ და მე-5 კლასის - „ფარაონი“. U8 კატეგორიიდან კი გუნდი „ფენიქსი“ და „ალბიონი“ გადავიდა“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203