
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში საკუთარი საქმის პროფესიონალი პედაგოგები მუშაობენ, რომელთა მთავარი მიზანიც მოსწავლეთა განვითარება და მათ ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაა.
სკოლაში მათი სპორტითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებაზე მამა დემეტრე ქათამაძე აქტიურად ზრუნავს. სწორედ მისი პროფესიონალიზმის დასტურია ის ფაქტიც, რომ პედაგოგი ქვემო ქართლის მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგა 2024-ის II ტურის საუკეთესო მწვრთნელი გახდა.
სკოლაში მისი მიღწევით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
სასკოლო ლიგა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ეგიდით იმართება.
იხილეთ ფოტო: