„მოსწავლე, როგორც მასწავლებელი“- ღოუბნის საჯარო სკოლის VIII კლასის საინტერესო აქტივობა და მოწაფე პედაგოგის როლში
29-05-2024

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ღოუბნის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო და გამორჩეულ აქტივობებს ხშირად სთავაზობენ. 

ამჯერად, ხელოვნების მასწავლებელმა ნინო ლონდარიძემ VIII კლასში აქტივობა - „მოსწავლე, როგორც მასწავლებელი“ ჩაატარა. მის ფარგლებში, მოსწავლე ნატა აღდგომელაშვილმა, ხელოვნების გაკვეთილზე, მასწავლებლის როლი მოირგო. მან გაკვეთილი თემაზე - „ჩრდილოეთ რენესანსი“ ჩაატარა. 

მოსწავლემ ცოდნა და შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმატებით გამოავლინა.

„ჩატარებული გაკვეთილი მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა“,- ამბონენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203