თელავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები კონფერენციაზე საინტერესო პროექტით წარდგნენ 
29-05-2024

თელავის N5 საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ კონკურსსა თუ პროექტში ერთვება. 

ამჯერად, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში, ჩატარდა აღმოსავლეთ კონფერენცია - „ოქროს რიცხვი -2024“, სადაც თელავის N5 საჯარო სკოლამ, ათასწლეულის სკოლასთან ერთად, განხორციელებული პროექტი - „სასოფლო - სამეურნეო კულტურების, მძიმე ლითონებით, დაბინძურების შეფასება კახეთის რეგიონში“ წარადგინა.

პროექტის ხელმძღვანელი ქიმიის პედაგოგი დარეჯან მარგალიტაშვილი გახლდათ. ის წარადგინეს მოსწავლეებმა - ლექსო ფარეშიშვილმა, ანდრია ავეტიანმა ( თელავის N5 საჯარო სკოლა), ქეთევან ხიზანიშვილმა და ელისაბედ აღლაძემ (ათასწლეულის სკოლა).

აღმოსავლეთ კონფერენციაზე, 104 პროექტით, 400- მდე მოსწავლე მონაწილეობდა. ისინი ერთმანეთის ნამუშევრებს გაეცნენ, იმსჯელეს და აზრები გაცვალეს.

კონფერენციის ყველა მონაწილე სერტიფიკატითა და სამახსოვრო საჩუქრით დაჯილდოვდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203