საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის პირველკლასელები იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს სტუმრობდნენ
31-05-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის პირველკასელებისთვის, სასკოლო ცხოვრების პირველი წელი შთამბეჭდავი ღონისძიებებით იყო გაჯერებული, დასასრულიც საინტერესო აღმოჩნდა. 

გიმნაზიის I (დამრიგებელი ლია შარიქაძე) და I (დამრიგებელი ნარგიზა შელია) კლასის მოსწავლეები სოფელ ვარიანში, ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ.

მოსწავლეებმა მოისმინეს ინფორმაცია იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიასა და შემოქმედებაზე.

ასევე, პატარებმა დაათვალიერეს იაკობ გოგებაშვილის მემორიალური ნივთები, ყოფითი და ეთნოგრაფიული მასალები, მათ შორის მისი ნაშრომებისა და ლიტერატურული ნაწარმოებების პირველი გამოცემები და ფოტომასალები.

დღემ სასიამოვნო და საინტერესო გარემოში ჩაიარა და მოსწავლეები ინფორმაციითა და შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ გიმნაზიაში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203