„ჩემი ორიგინალური პური“- გარდაბნის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეთა შემეცნებითი პროექტი
29-05-2024

გარდაბნის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, სკოლაში არაფორმალური განათლების ფარგლებში, პროექტი - „ჩემი ორიგინალური პური“ განხორციელდა. მის მიმდინარეობაში მე-8, მე-9, მე-10 კლასების მოსწავლეები, პედაგოგების - გამიდა სადიკოვას, გიუნაშ გუსეინოვასა და ნუბარ ბაირამოვას ხელმძღვანელობით ჩაერთნენ. 

მოსწავლეებმა ისწავლეს, როგორ მზადდება ნატურალური საფუარი, როგორ კეთდება ცომი და რა ქიმიური რეაქციები მიმდინარეობს ამ დროს.

გარდა ამისა, ისინი მაღაზიებს ესტუმრნენ და ნახეს, თუ როგორი პური იყიდება გარდაბანში. აქტივობამ დიდი წარმატებით ჩაიარა, მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს და იხალისეს.

„მოსწავლეებმა ისწავლეს, როგორ მზადდება უსაფუაროდ და საფუარით პური, გაიგეს, ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყნის პურის შესახებ და თავიანთი ორიგინალური პური მოამზადეს. შემდეგ კი რეცეპტები ერთმანეთს გაუზიარეს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203