
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში უცხო ენათა სწავლებას დიდი ყურადღება ეთმობა.
მასწავლებლები კი მოსწავლეებს არაერთ საინტერესო აქტივობას სთავაზობენ. ამჯერად, მე-5 კლასის მოსწავლეებმა რუსული ანბანი ღონისძიებით „გააცილეს“.
მის მიმდინარეობაში მეხუთეკლასელები, მასწავლებელ არმინე დსნოიანის ხელმძღვანელობით, უდიდესი მონდომებით, ინტერესითა და პასუხისმგებლობით ჩაერთნენ.
მათ შემოქმედებითი ნომრები გამართეს, ცოდნა გამოავლინეს და სასკოლო საზოგადოებაზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვეს.
იხილეთ ვიდეოები და ფოტოები: