თელავის N5 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ცოდნა ვიქტორინით შეაჯამეს 
29-05-2024

თელავის N5 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.

ახლახან, პირველ კლასში შემაჯამებელი გაკვეთილი (ვიქტორინა) ჩატარდა, რომელსაც დირექცია, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ. ის კლასის დამრიგებლის - დარეჯან დვალის ხელმძღვანელობით გაიმართა.

გაკვეთილის მიზანი იყო, შესწავლილი მასალის გამეორება და თანამშრომლობითი უნარ-ჩვევების განვითარება. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესის ყველა ეტაპში აქტიურად მონაწილეობდნენ. ისინი თეორიულ ცოდნას პრაქტიკაში, აქტივობების ბარათებზე მუშაობისას, უშეცდომოდ იყენებდნენ.

გაკვეთილის დასასრულს მათ სიგელები გადაეცათ.            

„ასე მხიარულად გავაცილეთ ჩვენი პირველკლასელები და ვუსურვეთ ბედნიერი არდადეგები“,- ამბობს კლასის დამრიგებელი დარეჯან დვალი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203