
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებისთვის თავგადასავლებით სავსე საგანმანათლებლო მოგზაურობა აქტიურად გრძელდება.
ახლახან, თამარ მეფის გიმნაზიის IIIა კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი მაია ხორბალაძე) გიმნაზიის ბიბლიოთეკაში გამართეს კონფერენცია.
მოსწავლეებმა გაიხსენეს ჩვენი დიდებული ქართველი მწერლების ბიოგრაფია და შემოქმედება და წარუდგინეს დამსწრე საზოგადოებას.
კონფერენციას ესწრებოდნენ გიმნაზიის დირექცია, პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლები.
კონფერენციის ბოლოს მოსწავლეები დალოცა გიმნაზიის რექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ და კიდევ ერთხელ შეახსენა მათ წიგნის როლი ჩვენს ცხოვრებაში.
იხილეთ ფოტოები: