„ყმაწვილი და პეპელა“ - გოკიოს საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა საინტერესო გაკვეთილი და შემოქმედებითი აქტივობა 
29-05-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც ბავშვები მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა, ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის - არეგნაზ ქალაშიანის ხელმძღვანელობით, გაკვეთილის თემის შესაბამისი აქტივობა განახორციელეს.

გაკვეთილი თემა „ყმაწვილი და პეპელა“ გახლდათ.

მეოთხეკლასელებმა ფერადი ქაღალდებით დაამზადეს ყვავილები და პეპლები, ასევე გააფორმეს საკლასო ოთახი.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203