ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო აქტივობა და პროექტი იმართება.
ამჯერად, სკოლაში პროექტი „მე და გაჯეტები“ გაიმართა.
მე-8 კლასის მოსწავლეებმა ისაუბრეს სხვადასხვა ტექნიკური მოწყობილობების შესახებ, მათ ასევე საინტერესო პრეზენტაცია გააკეთეს და ჩაატარეს კვლევა.
პრეზენტაციაზე, მერვეკლასელებმა მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეები მიიწვიეს, უჩვენეს ვიდეოები, ასევე ისაუბრეს ტექნიკური მოწყობილობების დადებით და უარყოფით შედეგებზე. მათ, ასევე მოსწავლეებს ზომიერების დაცვისკენ მოუწოდეს.
„თანამედროვე სამყარო წარმოუდგენელის გაჯეტების გარეშე ის წარმოადგენს ინფორმაციის მიღების, კომუნიკაციის საშუალებას, მაგრამ აუცილებელია ქცევის კონტროლი“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: