I-IV კლასელთა დაუვიწყარი ღონისძიება ბენარის საჯარო სკოლასთან შერწყმულ შოლავერის დაწყებით სკოლაში
29-05-2024

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლასთან შერწყმულ შოლავერის დაწყებით სკოლაში მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან და საინტერესო აქტივობებს, ღონისძიებებს მონდომებით სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში, I და IV კლასელთა ერთობლივი ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიებით I კლასელებმა სკოლის დამთავრება აღნიშნეს, IV კლასის მოსწავლეებმა კი პირველ მასწავლებელთან გატარებული წარმატებული 4 წელი შეაჯამეს.

აღსანიშნავია, რომ მე-4 კლასელები წელს, პირველ მასწავლებელს ემშვიდობებიან.

ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები: მასწავლებლები, მშობლები და მოსწავლეები. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, შესარულეს სიმღერები და „გააცოცხლეს“ იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების პერსონაჟები.

კლასის ხელმძღვანელები: ელზა კაკოშვილი და ნანა მჭედლიშვილი გახლდათ.

ბენარის საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის მოსწავლეებს, კლასის ხელმძღვანელებს და მშობლებს დაუვიწყარი ღონისძიებისთვის

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203