
აფხაზეთის N15 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საზეიმო ღონისძიება მიეძღვნა.
სკოლაში, დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა ჩაატარეს სხვადასხვა აქტივობა. მათ პედაგოგი ელზა შენგელია ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობაზე, წაიკითხეს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ლექსები, შეასრულეს საქართველოსადმი მიძღვნილი სიმღერები, ქართული ნაციონალური ცეკვა.
მათ, კიდევ ერთხელ გააცნობიერეს, რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის დამოუკიდებლობა.
„საუკუნეების განმავლობაში, სამშობლოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა იყო ის მთავარი იდეა და საყრდენი, რაზეც იდგა ქართველი ერი. თაობიდან თაობას გადაეცემოდა დამოუკიდებლობის მოპოვებისა და სამშობლოს გათავისუფლების იდეა.
ამ იდეისთვის იბრძოდნენ სამშობლოსთვის თავდადებული გმირები და მათ ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს - ზუსტად 106 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, თბილისში, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები: