„ფეხზე დაგიდგებით ჩემო საქართველო“ - ჩაისუბნის N2 სკოლის მე-11 კლასელთა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება 
29-05-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საინტერესოდ აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლის XI კლასის მოსწავლეებმა საინტერესო ღონისძიება „ფეხზე დაგიდგებით ჩემო საქართველო“ ჩაატარეს. მათ, დამრიგებელი მილედი კობალაძე ხელმძღვანელობდა.

ბავშვებმა, საქართველოს წარსულზე, ბრძოლით მოპოვებულ თავისუფლებაზე ისაუბრეს, ასევე წაიკითხეს თემატური ლექსები.

ეს დღე ძალიან საინტერესო, დასამახსოვრებელი და ინფორმაციული იყო.

შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა; შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203