ნინოწმინდის N1 სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ლიტერატურულ-მუსიკალური ღონისძიება მიეძღვნა
29-05-2024

ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საინტერესოდ აღინიშნა.

სკოლის მე-5 კლასში, პედაგოგმა ზარუი იესოიანმა 26 მაისისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მუსიკალური ღონისძიება ჩაატარა.

მოსწავლეებმა, ღონისძიებაზე, საინტერესო, მრავალფეროვანი ნომრები წარადგინეს მშობლიურ და სახელმწიფო ენებზე.

ლიტერატურული გამოსვლის, სიმღერებისა და ცეკვების შესრულების შემდგომ, ბავშვებმა საქართველოს რეგიონების პრეზენტაცია მოაწყვეს ისტორიული და გეოგრაფიული მიმოხილვით.

მოსწავლეებმა, ასევე ისტორიული ფაქტები მიმოიხილეს ქართულ და სომხურ ენებზე, ისაუბრეს საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებზე - დროშაზე, გერბსა და ჰიმნზე. მათ გააჟღერეს ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლების განცხადებები და ლექსები.

ეს დღე ინფორმაციული და ძალიან საინტერესო იყო იქ მყოფი თითოეული მოსწავლისთვის.

შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა; შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203