ჩოლურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სპორტულ ღონისძიებებში წარმატებით იასპარეზეს
29-05-2024

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში სკოლა ასახელეს.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა ლოკაციებზე გამართულ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში ლენტეხის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სკოლის მოსწავლეები ჩაერთნენ. მათ შორის გამოირჩეოდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლა, რომელმაც დიდი წარმატებაც მოიპოვა.

საზეიმო დილა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ინიცირებული, ფესტივალის ხასიათის, საპილოტე რეჟიმში განხორციელებული პროექტით - „საქართველოს თავისუფლების თამაშებით“ დაიწყო. ღონისძიებაში საპრიზო ადგილები დაიკავეს ჩოლურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. გეზბრენში, მარცხენა მკლავჭიდში ასევე მარჯვენა მკლავჭიდში ლუკა ჯამბურიძე დაწინაურდა და პირველი ადგილი მოიპოვა. მაგიდის ჩოგბურთის შეჯიბრში მეორე ადგილი დაიკავა იოსებ მუკბანიანმა. ხოლო მარჯვენა მკლავჭიდსსა და გეზბრენში მეორე ადგილი ერგო ნინო ბენდელიანს.

სკოლაში მოსწავლეთა აქტიურობა და ენთუზიაზმი ახარებთ. 

„სიამაყით ულოცავს გამარჯვებულებს ჩოლურის საჯარო სკოლა და ულოცავს კიდევ ერთხელ საქართველოს ​დამოუკიდებლობის დღეს“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203