ვაჩიანის საჯარო სკოლის მე-6 კლასელებმა თოჯინების თეატრის წარმოდგენა მოაწყვეს
29-05-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, იმართება მრავალფეროვანი ღონისძიებები, რაც მოსწავლეთა ცოდნის, შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-წახალისებას ემსახურება.

მათ შორის აღსანიშნავია თოჯინების თეატრის წარმოდგენა, რომელიც მე-6 კლასელებმა მოაწყვეს.

წარმოდგენა გაიმართა ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის - ნელლი ბაბაჯანიანის ინიციატივით.

ერთობლივი და გუნდური მუშაობის ფარგლებში მოსწავლეებმა თეატრს დაარქვეს - „მეგობრობა ძალაა“.

მოსწავლეებმა წარადგინეს სამი ზღაპარი - „კომბლე“, „მელა და წერო“ და „ძაღლი“.

მოსწავლეებმა მასწავლებლის ხელმძღვანელობით საკუთარი ხელით შექმნეს პერსონაჟები და დაამზადეს დეკორაციები. წარმოდგენა ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი იყო.

მაყურებელმა უდიდესი სიამოვნება მიიღო, პატარა მსახიობები კი მხურვალე აპლოდისმენტებით დააჯილდოვა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203