განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლის - სანდრო მხეიძის წარმატება ხატვის კონკურსში
29-05-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში აქტიურად არიან ჩართულნი და წარმატებას აღწევენ. 

მათ შორის აღსანიშნავია, სანდრო მხეიძის წარმატება საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონკურსში. 

მოსწავლემ კონკურსის - „ნახატები ბიბლიურ თემაზე“ ეტაპები წარმატებით გადალახა და მესამე ტურის ღირსეული მონაწილეა. ის მიწვეულია თბილისში.

სკოლაში მოსწავლის ენთუზიაზმი და შემართება ახარებთ და წარმატებას უსურვებენ. 

„ვულოცავთ, სანდროს ამ მეტად მნიშვნელოვან წარმატებას, მადლობას ვუხდით პასუხისმგებლობისთვის, დაუზარელი შრომისთვის და ვუსურვებთ გამარჯვებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203