ანბანის გაცილება და სასწავლო წლის ლამაზი დაგვირგვინება - გურკელის საჯარო სკოლის პირველკლასელთა ლამაზი ღონისძიება
29-05-2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურკელის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

ანბანის შესწავლა კი საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს. 

კაცს „დედაენის“ მადლი თუ არ ამშვენებს, დედასამშობლოს სიყვარულის გრძნობა გულს არ გაეკარება. „დედაენა“ სახარებაა  ბავშვებისათვის, საქართველოს უწმინდეს  მამათა მიერ შედგენილი. ამიტომ, „დედაენა“ ჩვენთვის  იგივეა, რაც:

  „ვაზი, ჭიგოს  ჩახვეული,

ლექსი, მზე და რწმენა“, - ამ იდეით განმსჭვალულებმა შესწავლილი ცოდნა შეაჯამეს და დიდი სიყვარულით გააცილეს ანბანი. მიუძღვნეს ლექსები და ქორეოგრაფიული ნომრები, მოეფერნენ ანბანს იაგობ გოგებაშვილის სიტყვებით.

ღონისძიებას პედაგოგი ნ.მაისურაძე ხელმძღვანელობდა, რომელმაც მოსწავლეებს სასკოლო ცხოვრების პირველი წარმატებული ნაბიჯები მიულოცა და უსურვა ასეთივე შემართებით გააგრძელონ განათლების მიღება. 

„გილოცავთ, პირველი კლასი წარმატებით დასრულებას და გისურვებთ წარმატებას“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203